ჩვენ შესახებ

წმინდა გიორგის სახელობის გრანდიოზული ტაძარი, რომელიც მდებარეობს საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აშენდა 2004-2007 წლებში.
ტაძარი აიგო საავიაციო ქარხნის ხელმძვანელების: ბატონი პანტიკო თორდიასა და ბატონი ნოდარ ბერიძის ღვაწლითა და ძალისხმევით, ამავე დროს საავიაციო ქარხნის მთლიანი კოლექტივის თავდადებული შრომით, ასევე ავღნიშნავთ განსაკუთრებული შემწეობით ღვაწლს ბატონ კახა იამანიძის.

დაწვრილებით

კატეგორია: მთავარი | კომენტარის დატოვება

საუფლო ლოცვა – მამაო ჩვენოს განმარტება

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის ჯვართან

ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის ჯვართან
ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა
ძისა, რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა.
რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ და
მაღალ ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით
დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

ბოლოს დადგა ჟამი, როდესაც უნდა აღსრულებულიყო კაცთა მოდგმის ხსნის საღვთო განგებულება; მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის ბოლო წლებში ღვთისმშობელს მის გვერდით ხშირად ყოფნა აღარ შეეძლო. მაგრამ, როდესაც მოიწია ჟამი, დედა ღვთისა ისრუსალიმში იმყოფებოდა და სხვა დედებთან ერთად თვითონვე აცილებდა სასიკვდილო ტანჯვისათვის – გოლგოთისაკენ. „იყუნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ და მსახურებდეს მას“. უდიდესი მწუხარება სწყლავდა მას. ტანჯვით – ვითარცა მახვილით – განიგმირებოდა გული მისი.

სიმეონის მიერ ნაწინასწარმეტყველები იარაღი განვიდა მის სულში. სამნახევარი წლის მანძილზე ემსახურებოდა იესო კაცთა მოდგმის ხსნის საქმეს. ქადაგების დასრულების შემდეგ იგი შევიდა იერუსალიმში როგორც მეუფე დიდებისა და მძლეველი; ხალხი გზაზე ტანსაცმელს უფენდა. ზეცა აღტაცებული შეძახილებით ივსებოდა. „ოსსანა! ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისათა, ოსსანა მაღალთა შინა“.

მღვდელმთავრები, ფარისევლები, მწიგნობრები და წინამძღოლები განარისხა მათთვის საძულველი ნაზარეველის, როგორც მეუფის განდიდებამ. გადაწყვიტეს, მართალი სიკვდილად მიეცათ, მაგრამ დღისით მისი შეპყრობა ვერ გაბედეს, ვერ გაბედეს აღეშფოთებინათ ის ხალხი, მას რომ მიაგებდა პატივს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ღამის სიბნელემ ქვეყანა დაფარა, შეიარაღებული მეომრები იუდა ისკარიოტელის თაოსნობით ელოდნენ იესოს გეთსიმანიის ახლოს, სადაც მას განმარტოებულად უყვარდა ლოცვა. სისხლიანი ოფლის დათხევამდე ლოცულობდა იგი ადამიანთა მოდგმისათვის, ხოლო ადამიანები ამ დროს – ვითარცა მტაცებელი მხეცები, მსხვერპლს ელოდნენ. ამ საშინელი მოვლენების ჟამს ღვთისმშობლის მდგომარეობას ცრემლის გარეშე ვერც წარმოვიდგენთ. იგი ღვთის ნებას დაემორჩილა და ღმერთკაცის ჯვარზე სიკვდილი ისე მიიღო, როგორც კაცობრიობის გამოსასყიდი მსხვერპლი. მაგრამ დედის მოყვარული გული სასტიკად იტანჯებოდა, როცა ხედავდა ბოროტი მტრის მიერ მასზედ მოწეულ წამებასა და შეურაცხყოფას. მან, თუ არ ნახა, შეიტყო მაინც, რაც მის ღვთაებრივ ძეს კაიაფას სამსჯავროზე, პროკურორ პილატესთან, ჰეროდეს სასახლეში გადახდა თავს. მისი ნახვა მხოლოდ მაშინღა მოახერხა, როდესაც პილატემ მთელი ქვეყნის სამარცხვინოდ გამოიყვანა იგი, როცა ღვთაებრივი ტანჯული ხალხს გადასცა და წარმოსთქვა სიტყვები: „ესე კაცი“. სისხლიანი, ჭრილობებით დაფარული, ყვრიმლისცემით სახეშეცვლილი, შეურაცხმყოფელად შემოსილი. თავზე – ეკლის გვირგვინითა და ხელში არგნით მარტოდმარტო იდგა იგი, დაუცველი და ყველასგან მიტოვებული. რა სიტყვებს შეუძლია, გადმოსცეს დედის გრძნობა? ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, როგორ გიკვნესოდა გული, როცა ამგვარად დამცირებული ძე და ღმერთი შენი იხილე?! სასახლესთან მდგარს მას ესმოდა მაუწყებლის ხმა, პილატეს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს რომ აცხადებდა! იგი ხედავდა ზეაღმართულ მძიმე ჯვარს, რომელიც ქვეყნიერების მხსნელს დასჯის ადგილამდე უნდა ეტვირთა, რათა იქ, ამ ჯვარზე მიელურსმნათ იგი. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

უფალ იესო ქრისტეს მოღვაწეობის დასაწყისი ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად

უფალ იესო ქრისტეს მოღვაწეობის დასაწყისი
ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად
დიდება ძლიერებასა შენსა, უფალო…

მარიამის მაღალი ხვედრი იყო ის, რომ თავისი ცხოვრებით ჩვენთვის ხსნა მოენიჭებინა. იგი ძის მომავალ აღთქმულ მეუფებას ელოდა და ბოლოს, როცა იესო ქრისტეს 30 წელი შეუსრულდა, ეს დღეც დადგა; იუდეური ჩვეულების თანახმად, ამ ასაკზე ადრე სახალხო მასწავლებლის ან მოძღვრის წოდებას ვერავინ მიიღებდა; რადგან სჯულს ემორჩილებოდა. ღმერთკაცს სახარების ქადაგება გარკვეულ ასაკამდე არ დაუწყია. ის ნაზარეთიდან წავიდა იორდანეს ნაპირებისაკენ, სადაც იოანე წინამორბედი თავის მსახურებას აღასრულებდა და ყველას წყლით ნათლობისაკენ – სინანულისა და განწმენდისაკენ მოუწოდებდა.

მან, ვინც კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, არ იუკადრისა, რომ „ხატი მონისა“ მიეღო და იოანე ნათლისმცემლის ხელით იორდანეში მოინათლა, რათა ყველასთვის, ვინც მას შეუდგებოდა, ნათლისღების აუცილებლობა ესწავლებინა. ამ დროს ცა გაიხსნა, სულიწმიდა მტრედის სახით (მტრედი ყოველთვის იყო სიწმინდის, მოკრძალებისა და ერთგულების სიმბოლო) მათზედ გარდამოვიდა და გაისმა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. მაცხოვრის ღვთაებრიობა წმინდა სამების განცხადებამ დაამოწმა.

წყლიდან გამოსვლის შემდეგ იესო იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა, რათა ლოცვითა და მარხვით წინასაუკუნეთა მიერ მისთვის განსაზღვრული საქმისთვის – კაცობრიობის ხსნისთვის – მომზადებულიყო. ორმოცი დღე და ღამე გაატარა მან ამ ველურ ადგილებში, სადაც მაცდური ეშმაკი დაამარცხა და სულიერად ძლიერი, მოწაფეებისა და ხალხის თანხლებით დაბრუნდა ყოვლადწმინდა დედასთან.
მცირე ხნის შემდეგ უფალი იესო კანას გალილეაში საქორწინო დღესასწაულზე ღვთისმშობელთან ერთად მიიწვიეს, გადმოცემა გვამცნობს, რომ ქორწინდებოდა სვიმონ კანანელი, რომელიც ღარიბი ოჯახის შთამომავალი, ქალწული მარიამის ნათესავი იყო. დედა ღვთისამ ყურადღება მიაქცია ნეფისა და პატარძლის მღელვარებას: აღმოჩნდა, რომ ღვინო არ ჰყოფნიდათ და მან შუამდგომლობისათვის ღვთაებრივ ძეს მიმართა: „ღვინოჲ არა აქუს“. მის გულში დამარხულიყო მთავარანგელოზ გაბრიელის სიტყვები, მწყემსებისა და მოგვების მონათხრობი, ამიტომ, როდესაც დაინახა, რომ ძე მისი განმარტოებული და შეუმჩნეველი ცხოვრებიდან ადამიანთა მსახურებისათვის გამოვიდა, დარწმუნებულმა, რომ სწორედ იგია აღთქმული მესია, პირველად სცადა მწუხარეთა და ჭირვეულთათვის მის წინაშე ეშუამდგომლა: „ძეო ჩემო, მათ უჭირთ და დაეხმარე, ნუგეში ეცი: „ღვინოჲ არა აქუს“ – შეესიტყვა იგი ძეს, რომელიც მასთან ახლოს იჯდა. იესომ უპასუხა: „რაჲ არს ჩემდა და შენდა დედაკაცო, არღარა მოწეულ არს ჟამი ჩემი“. ისე ჩუმად უთხრა ეს სიტყვები, გაგონება ვერავინ შეძლო. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, თითქოს სურდა, განესწავლა იგი, რომ ამ ქვეყნად მისი მოვლინების საქმეს ზეციური მამა განაგებს. თვითონაც მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა და მისი ღვთაებრივი ღირსების გამოვლინებას უფრო მაღალი მიზანი აქვს, ვიდრე ადამიანთა ამქვეყნიური გაჭირვების თუნდაც ზებუნებრივი ნუგეშისცემაა. მაცხოვრის სიტყვები არ იყო უარისა – საწყენი მარიამისთვის. ყოვლადწმინდა ქალწულს იმდენად სწამდა ძის გულმოწყალება, რომ მისი ნათქვამი უარად არ მიუღია. ამ შეურყეველი რწმენით მშვიდად ეუბნება იგი ლხინის მომსახურეებს: „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ“. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

უფლის ტაძრად მიყვანება – მირქმა

ესე არს ღვთისაგან – სიტყვა ღვთისა, ჩვენთვის
განკაცნა და იხსნა კაცნი, მას თაყვანისვცემდეთ

ისრაელის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ და ეგვიპტელი პირმშოების სიკვდილით დასჯის მოსახსენებლად საღვთო სჯული ებრაელთაგან მოითხოვდა, რომ მამრობითი სქესის ყველა ყრმა, როგორც უფლის საკუთრება, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ტაძარში მიეყვანათ, ღვთისათვის შეეწირათ და უფლისაგან გამოესყიდათ: ამას ყრმის ტაძრად მიყვანება ეწოდებოდა. ქალწული მარიამის პირმშომ შეასრულა სჯული: ტაძარში მიიყვანეს და გამოისყიდეს ის, ვინც მიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ თავისი სიკვდილით განეწმინდა, გამოესყიდა და მარადიული ცოდვისა და სიკვდილისაგან აღედგინა ადამიანები.

მოსეს სჯულის მიხედვით ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, შვიდი დღის განმავლობაში არაწმინდად ითვლებოდა და შემდეგ ოცდაცამეტი დღის განმავლობაში მას საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. პირმშოს შობიდან მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა წასულიყო და როგორც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, ღვთისათვის ერთი წლის კრავი, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილი გვრიტი ან მტრედის ხუნდი შეეწირა. ამ წესის აზრი ისაა, რომ თუკი შვილიერება ღვთის საჩუქარია, მაშინ თუ არა ღმერთს, სხვას ვის უნდა შევწიროთ ამ საჩუქრის პირველი ნაყოფი. ებრაელები მოვალენი იყვნენ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად შეეწირათ პირმშოები, რადგან მან, ეგვიპტელ პირველნაშობთა მოწყვეტის დროს, მათ პირმშონი დაინდო.

ქალწული მარიამი უფლის დედა გახდა, შობით განიწმინდა და კვლავ განუხრწნელ წმინდა ქალწულად დარჩა, ამიტომ მას განწმენდა არ სჭირდებოდა, მაგრამ მორჩილების გამო დადგენილ წესს არ გადაუხვია. ის არ გაამპარტავნებულა თავისი სიწმინდით, არამედ ტაძრის კარიბჭესთან მიახლოებისას იმ ადგილას გაჩერდა, რომელიც მელგინეებისთვის იყო განკუთვნილი. მან მიიტანა მსხვერპლი, მაგრამ ეს ღატაკების მსხვერპლი იყო: წყვილი მტრედის ხუნდი. ღვთისმსახურთაგან მსხვერპლის მიღების და ყოვლადდასაწველის შეწირვის შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთაებრივი ყრმით ხელში, იოსების თანხლებით ტაძარში შევიდა.

ამ დროს სულიწმინდის შთაგონებით ტაძარში მოვიდა მოხუცებული სვიმეონი, მიმადლებულ მარიამს მიუახლოვდა და ახლადშობილი მიირქვა. ამიტომაც ვუწოდებთ მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელს. წმინდა სიხარულით შეპყრობილმა მოხუცებულმა განადიდა ღმერთი და ქვეყნიერების მხსნელს წინასწარმეტყველურად უგალობა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა  ისრაელისა“. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

მოგვთა თაყვანისცემა

იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა,
დღეთა ჰეროდე მეფისათა. აჰა, მოგუნი
აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად.

ღვთაებრივი ყრმის დიდება წყვდიადში, ქვაბულსა და ბაგაში არ დარჩენილა და მხოლოდ ბეთლემის მინდორი არ გამოხმაურებია ბაგაში მწოლიარეს, მარტო ღატაკი მწყემსებისთვის არ გამხდარა საცნაური დიდება ღვთისა; ისინი მხოლოდ პირველი რჩეულები იყვნენ, მაჩვენებელნი იმ გზისა, რომელსაც ნათლისაკენ მივყავართ. ქრისტე მხსნელის ცნობითა და აღიარებით სასწაული აღსრულდა: ყოველმა ქმნილმა შობილ უფალს საჩუქარი მიართვა: ანეგლოსებმა – გალობა, ზეცამ – ვარსკვლავი, მწყემსებმა – სასწაული, მოგვებმა – საჩუქრები, მიწამ – ქვაბული, უდაბნომ – ბაგაბ, ადამიანებმა – დედა ქალწული, წარმართობამ – ქრისტიანული საწყისი – მოგვების სახით. ასე გამობრწყინდა ღვთიური ძალა კაცობრიობის ახლადშობილი მხსნელისაგან.

ქრისტეს შობამდე ბეთლემის აღმოსავლეთით სასწაულებრივი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელშიც ქალდეველმა მოგვებმა ჩვ. წ-მდე 1450 წელს წინასწარმეტყველ ბალაამის მიერ უწყებული იაკობის ვარსკვლავი იცნეს. ამ წინასწარმეტყველების გამო მთელ აღმოსავლეთში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული რწმენა, რომ იუდეაში იშობა დიდი მეფე, რომელიც მთელ ქვეყანაზე გაბატონდება და რომ მისი შობა არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩინებით იქნება ნაუწყები.

როგორც კი ეს საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც თავისი მოძრაობით ზეციურ მნათობთა საერთო კანონს არ ემორჩილებოდა, აღმოსავლელი ასტრონომები დანიელის წინასწარმეტყველებასთან შეპირისპირებით მიხვდნენ, რომ ის ღვთიური მეფის მოსალოდნელ შობაზე მიანიშნებდა. ეს ბრძენთაგან რჩეულნი იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რომ ეპოვათ ქვეყნიერების მეუფე და თაყვანი ეცათ მისთვის.

გადმოცემის მიხედვით, მოგვები იყვნენ მეფეები, ან რჩეული წინამძღოლები სპარსეთიდან – სამი ასაკის და სამი მოდგმისანი. მელქიორი – მოხუცებული – სემის შთამომავალი, გასპარი – უწვერული და ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი – ქამის შთამომავალი  და ბალთაზარი – მოწიფულობაში ახლად ფეხშედგმული კაცი – იაფეთის შავგრემანი შთამომავალი. მათ მოგვები – მაგები ეწოდებათ არა იმიტომ, რომ მაგიით ან ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი, არამედ იმიტომ, რომ სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ამგვარად ეძახდნენ ბუნების ბრძენ მეთვალყურეებს, ვარსკვლავიანი ცის უჩვეულო მეცნიერების მკვლევარებს. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

ქრისტეს შობა

უფალო, დიდება შენდა!

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.
დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

Powered by Mint Web Studio

კატეგორია: უსახელო | კომენტარის დატოვება

საკვირაო სკოლის მშენებლობა

პირველ რიგში ვაპირებთ საკვირაო სკოლის დამთავრება-მოწყობას. მასში ვასწავლით უფასოდ ბავშვებს: ხელსაქმეებს,გალობას და შევასწავლით მინანქარს, ასევე ჩვენთან ცხოვრობენ უდედმამო სრულწლოვანი ბავშვები და მათი ჩართვა სოფლის მეურნეობაში ,შემდეგ მათი დაბინავება. მოსაწყობია ტაძრის ეზო და გვაქვს გეგმაში ტაძრის მოხატვა. ღმერთმა დალოცოს ყველა ვინც შეგვეწევა ამ საღვთო საქმეში და მიიღებს მონაწილეობას, როგორც ლოცვით ასევე ფინანსურად თუნდაც 1 ლარით.

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

ხარება

თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაწინდვა

ქალწულებრივი სიწმინდე – იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ. დაწვრილებით

კატეგორია: ზოგადი ინფორმაცია | კომენტარის დატოვება